მიმდინარეობს საიტის განახლება

სიახლეები

უკან სიაში
პერსონალიზებული მედიცინა

პერსონალიზებული მედიცინა

30, იან 2017

მეოცე საუკუნის ბოლო და 21-ე საუკუნის დასაწყისი დაიწყო ძირითადად ოფიცალური რეკომენდაციებით ე.წ. გაიდლაინებით, რაც მასაზეა გათვლილი და არა კონკრეტულ პაციენტზე, თუმცა სამწუხაროდ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებიდანაც ხშირად ისმის „გაიდლაინის“ არსის არასწორი ინტერპრეტაცია, გვინდა კიდევ ერთხელ განვმარტოტ, რომ „გაიდლაინი“ პირველ რიგში არის არის სწორედ ის სახელმძღვანელოები, რომლებითაც სტუდენტები სწავლობენ, ეს არის  ხანგრძლივი კვლევბით დადასტურებული კონკრეტული შედეგები, მაგალითად ვიცით რომ ცილა შედგება ამინომჟავებისაგან და ადამიანის ორგანიზმის სისხლში არის 9 შეუცვლადი ე.წ. ესენციური ამინომჟავა, რომელსაც ორგანიზმი თვითონ ვერ წარმოქმნის და აუცილებლად საკვებით უნდა მივიღოთ და თუ ჩვენ ნივთიერებათა ცვლის შესწავლის კუთხით სისხლში ამინომჟავების ცვლას შევისწავლით შესაძლოა ძალიან ბევრმა ექიმმა გითხრათ, რომ ეს გაიდლაინში არ წერიაო J, მაშინ გამოდის რომ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები ბიოქიმიას და გასტროენტეროლოგიას შეცდომებით ასწავლიან?! ყოველ პაციენტს უნდა მივუსადაგოდ კონკრეტული მკურნალობის ფორმულა, რომელიც დაფუძვნებულია სამედიცინო აზროვნებაზე, ექიმმა უნდა იცოდეს მედიცინის ბაზისური საფუძვლები წინააღმდგ შემთხვევაში მკურნალობის შედეგი უმეტესწილად არასახარბიელო იქნება, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არსებობს დაავადებები, რომლის წინაშეც დღესდღეობით მედიცინა უძლურია..

დღესდღეობით ძალიან ბევრ დაავადებას არ აქვს პრევენციის ან ეფექტური მკურნალობის გამართლებული საშუალება ეს არის ეგრეთწოდებული პერსონალიზებული მედიცინა. ეს არის უზუსტესი მედიცინა, აბსოლუტურად ახლებური მიდგომა დაავადების მკურნალობის და პრევენციის მიმართ, რომელიც მხედველობაში იღებს ინდივიდუალურ ცვალებადობას გენებში, გარემოში და ცხოვრების სტილში, თითოეული ადამიანის შემთხვევაში. ადგილი აქვს რა გლობალურ წინსვლას ზუსტ მედიცინაში, ეს პრაქტიკა ამჟამად მანდატორულად გამოიყენება მხოლოდ იაპონიაში, რაც აისახება ამ ქვეყანაში თითქმის ყველა ნოზოლოგიის მკუნალობის ძალიან კარგ შედეგებზე.

  შესაბამისად, 2015 წლის 20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ განაცხადა პერსონალიზებული მედიცინის ინიციატივის შესახებ (PMI) კონგრესისათვის თავის ყოველწლიურ მიმართვაში. თანამედროვე და მოწინავე კვლევაში, ტექნოლოგიასა და პოლიტიკაში, რომლებიც ახალ ძალას აძლევს პაციენტებს, PMI გზას გაუხსნის ახალ ერას მედიცინაში, რომელშიც მკვლევარები, პროვაიდერები და პაციენტები ერთად იმუშავებენ ინდივიდუალიზებული ზრუნვის (მკურნალობის) შესაქმნელად.