მიმდინარეობს საიტის განახლება

მელანომა და კანის სხვა სიმსივნეები

მელანომა და კანის სხვა სიმსივნეები

AURA from VERISANTE

Verisante Aura ™ არის რევოლუციური არაინვაზიური Raman სპექტროსკოპიის სისტემა განკუთვნილი კანის კიბოს და მელანომის ადრეული გამოვლენისათვის. სისტემა უზრუნველყოფს ინფორმაციის იდენტიფიცირებას სპექტრული ცვლილებების  მიხედვით კანის უჯრედებში და ახდენს ბიოქიმიურ დონეზე კანის კიბოს და მელანომის უჯრედების გარჩევას ჯანმრთელი უჯრედებისაგან, ასევე ახდებს მაღალი რისკის მქონე უჯრედების ამოცნობას რაც საფუძვლად ედება მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებას.

სისტემა ერთობლივად შემუშავდა BC კიბოს სააგენტოს და კოლუმბიის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მიერ. ტექნოლოგია, სთავაზობს პროფესიონალებს მარტივად და არაინვაზიურად ამოიცნოს კანის ავთვისებიანი დაზიანებები ადრეულ ეტაპზე და გამოყონ რისკის ჯგუფის მქონე პირები, ზემოხსენებული  ამცირებს ასევე ჯანდაცვის სფეროს ხარჯებს.

Verisante AURA -ს ავტორთა ჯგუფი დაჯილდოვდა ნობელის პრემიით 2011 წელს ხოლო სისტემა 2012 წელს სერტიფიცირდა  FDA-ს მიერ.

მელანომა არის ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება კანის გარკვეული ტიპის უჯრედებისაგან, რომელსაც ეწოდება მელანობლატსტები. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ მელანომა, საჭიროა ვიცოდეთ კანის ნორმალური სტრუქტურა და ფუნქცია.

კანი არის ორგანიზმის (სხეულის) უდიდესი ორგანო ასრულებს რამდენიმე სხვადასხვა ფუნქციას:

ფარავს შინაგან ორგანოებს და იცავს მათ დაზიანებისაგან

წარმოადგენს ბარიერს ისეთი მიკროორგანიზმებისათვის, როგორიცაა ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები

თავიდან გვაცილებს მეტისმეტად ბევრი წყლის კარგვას

ეხმარება სხეულს ტემპერატურის რეგულაციაში

იცავს სხეულის შიგა სტრუქტურებს ულტრაიისფერი (UV) სხივებისაგან

ეხმარება ორგანიზმს D ვიტამინის გამომუშავებაში

კანს აქვს 3 ფენა: ეპიდერმისი, დერმა და ჰიპოდერმა ანუ კანქვეშა ქსოვილი

 

კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები

კანის ბევრი ტიპის კეთილთვისებიანი სიმსივნეები შეიძლება განვითარდნენ კანის უჯრედების სხვადასხვა ტიპებისგან.

სებორეული კერატოზები: ღია ყავისფერი, ყავისფერი ან შავი ამოწეული ლაქები „ცვილოვანი“ ტექსტურით ან უხეში ზედაპირით

ჰემანგიომები: კეთილთვისებიანი სისხლძარღვოვანი წარმონაქმნები, რომელთაც ხშირად უწოდებენ ალუბლის, მარწყვის ან პორტვეინის ლაქებს

ლიპომები: კეთილთვისებიანი ცხიმოვანი უჯრედების რბილი პროლიფერატები - ჰიპერპლაზიები

მეჭეჭები: უხეში ზედაპირის მქონე წარმონაქმნები, რომლებიც გამოწვეულია ზოგიერთი ტიპის ვირუსით

ამ სიმსივნეების უმეტესობა იშვიათად ან არასდროს გადაიქცევიან ავთვისებიან სიმსივნეებად. არსებობს უამრავი სხვა ტიპის კანის კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მაგრამ მათი უმეტესობა არ არის ძალიან გავრცელებული.

ხალი (nevus) არის კანის კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება მენოციტებისგან. თითქმის ყველა ხალი უვნებელია, მაგრამ ზოგიერთი ტიპის ხალმა შეიძლება გაზარდოს მელანომის განვითარების რისკი.

Spitz ხალი არის კანის გარკვეული ტიპის სიმსივნე, რომელიც ზოგჯერ გამოიყურება როგორც მელანომა. ეს სიმსივნეები ზოგადად კეთილთვისებიანია და არ ვრცელდება. მაგრამ ზოგჯერ ექიმებს უჭირთ Spitz ხალის გარჩევა ნამდვილი მელანომისგან მაშინაც კი, როცა მათ მიკროსკოპის ქვეშ ათვალიერებენ. ამიტომ მათ ხშირად აშორებენ უბრალოდ უსაფრთხოების მიზნით.

 

მელანომის ეთიოლოგია და რისკ-ფაქტორები

მელანომას სიხშირე დრამატულად გაიზარდა გასული რამდენიმე ათწლეულის მანძილზე.

ინვაზიური მელანომას დაახლოებით 59,940 ახალი შემთხვევის დიაგნოზის დასმა ხდება ყოველწლიურად ამერიკის შეერთებულ შტატებში. გამოთვლილია, რომ 49 მამაკაციდან 1–ს და 73 ქალიდან 1–ს უსვამენ მელანომას დიაგნოზს მათი სიცოცხლის მანძილზე.

მელანომას რისკი მჭიდროდ უკავშირდება ულტრაიისფერი გამოსხივების გავლენას და მგრძნობიარე მასპინძლის ფენოტიპს: ღია ფერის თმა და კანი, მიდრეკილება დამწვრობისკენ და მთელი რიგი კეთილთვისებიანი ან ატიპიური ხალები.

კანის ავთვისებიანი სიმსივნეების ოჯახური და პირადი ისტორია ასევე მნიშვნელოვანი რისკ–ფაქტორებია.

პათოლოგია და კლინიკური ნიშნები

პირველადი დაზიანების ყველაზე მნიშვნელოვანი პათოლოგიური მახასიათებლებია სისქე (მმ–ებში), ჰისტოლოგიური დაწყლულების არსებობა ან არარსებობა და მიტოზური სიხშირე (ჰისტოლოგიურ პრეპარატში).

ბევრი პირვალადი მელანომის შემთხვევაში გამოხატულია საზღვრის უწესრიგობის და არაერთფეროვანი პიგმენტაციის ტიპიური თვისებები.

ზოგიერთი მელანომა შეიძლება ამოვიცნოთ პაციენტის ჩივილებით პიგმენტური დაზიანების ზომისა და ფერის ცვლილების ან ქავილისა და კანის დაზიანებიდან სისხლდენის თაობაზე.

სხვა პირველად მელანომებს შეიძლება აკლდეთ ეს თვისებები და ამიტომ შესაძლოა, უფრო რთული იყოს ამოსაცნობად.