მიმდინარეობს საიტის განახლება

ონკოლოგიური პაციენტების სრულყოფილი დიაგნოსტიკა

ა. ლაბორატორიული მეთოდები (სიმსივნესთან ასოცირებული სეროლოგიური მარკერები ბიოლოგიურ სითხეებში);

 

ბ. გენეტიკური მეთოდები : MDR1 გენის ექსპრესიის შესაფასება და შემდგომი კვლევები (სხვა სამიზნე გენების) ავთვისებიან სიმსივნეთა მედიკამენტებზე მგრძნობელობის განსაზღვრისათვის რათა მოხდეს ადექვატური და მაქსიმალურად ეფექტური მკურნალობის დანიშვნა;

 

გ. სისხლში მოცირკულირე სიმსივნური უჯრედების კვლევა (ონკოდაავადებების მონიტორინგის ოქროს სტანდარტი მკურნალობის სტადიაში და ან დაკვირვების რეჟიმში მყოფ პაციენტებზე , რაც გვაძლევს დროულად რეაგირების საშუალებას და დაავადების პროგრესირების მაქსიმალურად შესაძლო პრევენციას) (CellSearch, Veridex);

 

დ. სისხლში, შარდში, ნახველში, ბიოფსიურ მასალებში დეფექტური დნმ-ის მქონე უჯრედების გამოვლენა, რაც გვაძლევს იმის მტკიცებულებას, რომ საკვლევ პირს ააქვს მუტაცია იმ ჯგუფის გენებში რომლებიც პასუხს აგენებ სიმსივნის განვითარებაზე, შემდგომში ხდება ამ პაციენტთა დეტალური კვლევა და პრევენციული და ან სამკურნალო ზომების მიღება; 

 

ე. სისხლის პლაზმის და სხვა ბიოლოგიური სითხეების კვლევა ატომურ აბსორბციული ქრომატოგრაფიით სა ფლუორესცენტული სპექტროსკოპიით რაც გვაძლევს ორგანიზში მეტალების ბალანისის განსაზღვრის საშუალებას, რომელი შედეგებიც შემდგომში გათვალისწინებული იქნება პაციენტების მკურნალობის სქემებში.