ონკოლოგია
ონკოლოგიურ დეპარტამენტში თქვენ შეძლებთ მიიღოთ ყველა სახის ონკოლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მკურნალობას უახლესი მეთოდებით.
სერვისები:
ამბულატორიული და სტაციონარული მედიკამენტური თერაპია სოლიდურ სიმსივნეებზე;
ამბულატორიული და სტაციონარული მედიკამენტური თარეპია ონკოჰემატოლოგიური პროფილის სიმსივნეებზე
- ქიმიოთერაპია,
- ჰორმონოთერაპია,
- თარგეთული თერაპია (მონოკლონური ანტისხეულებით მაგალითად ჰერცეპტინი, ზელბორაფი, ავასტინი და ა. შ.),
- ბიოლოგიური პასუხის მოდიფიკატორები (ინტერლეიკინები, ინტერფერონები და ა.შ.)
- ანტისიმსივნური მკურნალობის გამაძლიერებელი საშუალებები (ლეიკოვორინი, ეტანიდაზოლი, ტირაპაზამინი და ა.შ.),
- ციტოპროტექტორული ანუ ჯანმრთელი უჯრედების დამცავი საშუალებები (დექსრაზოქსანი, ურომიტექსანი და. ა.შ)
დეტოქსიკაციური თერაპია, რომელიც მოიცავს როგორც ანტისიმსივნური მკურნალობის პროცესში ასევე შემდგომ პერიოდში ანტიოქსინატებით, ელექტროლიტებით და მჯავა-ტუტოვანი წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებებით როგორც პერორალურ ასევე ინფუსიურ ჩარევებს, რომ პაციენტმა ანტისიმსივნური თერაპია უკეთ გადაიტანოს (მინიმალური გვერდითი მოვლენებით);
პაციენტის სრულყოფილი თერაპიული კვლევა და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მომზადება ანტისიმსივნური მკურნალობის დაწყების წინ;
სიმპტომური მკურნალობა, რომელიც მოიცავს : ტკივილის მართვას, გულისრევის და ღებინების მკურნალობა/პრევენციას, ანორექსიის (უმადობის) და კახექსიის (სიგამხდრის - დამახასიათებელი ონკოპაციენტებისათვის) მკურნალობა/პრევენციას, შფოთვის და დეპრესიის მკურნალობას და პრევენციას რაც ძალიან დამახასიათებელია ონკოპაციენტებში და რასაც ააქვს პრინციპული მნინშვნელობა დაავადების პროგნოზისათვის
ონკოლოგიურ დაავადებათა მედიკამენტურ თერაპიასთან ასოცირებული (დაკავშირებული) გართულებების მკურნალობა: სიმსივნესთან დაკავშირებული ძვლის პრობლემები და ჰიპერკალცემია, ინფექციური გართულებები (ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული), ყაბზობა (შეკრულობა), დიარეა (ფაღარათი),