მიმდინარეობს საიტის განახლება

შინაგანი მედიცინა

შინაგანი დაავადებების (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავის, ძვალ-სახსროვანი სისტემების, თირკმლების დაავადებების) დიაგნოსტიკა,  მკურნალობა, პირველადი და მეორადი პრევენცია. დიაგნოსტიკა და მკურნალობა ემყარება გენეტიკური პროფილის განსაზღვრას, დაავადებების ადრეულ (კლინიკური ნიშნების გამოჩენამდე) გამოვლენას და მათი პროგრესირების დროულად შეჩერებას.  ამ მიზნით გამოიყენება მოლეკულური და ინსტრუმენტული დიაგნოსტიკის უახლესი მეთოდები (ბიომარკერების განსაზღრა, გენური პოლიმორფიზმების გამოვლენა და სხვ).

შინაგანი მედიცინის დეპარტამენტში ფუნქციონირებს არტერიული ჰიპერტენზიის კვლევის ცენტრი, სადაც კვლევის თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ხდება არტერიული ჰიპერტენზიისადმი წინასწარგანწყობის დადგენა, ტიპირება და მკურნალობის ინდივიდუალური სქემების შემუშავება.

დიაგნოსტიკის და მკურნალობის ძირითადი პრინციპია - პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა, მისი ორგანიზმის, ასაკის, სქესის, თანმხლები დაავადებების სპეციფიკის გათვალისწინებით. თანამედროვე გაიდლაინების გარდა, მკურნალობა ტარდება კონკრეტული მედიკამენტის შერჩევა ხდება პაციენტის გენეტიკური წინასწარგანწყობის განსაზღვრის საფუძველზე, ქრონოთერაპიის პრინციპების გათვალისწინებით.

თითოეულ პაციენტს მკურნალობის პროცესში და მის შემდგომ უტარდება რეგულარული მონიტორინგი მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად, გვერდითი მოვლენების დროულად გამოვლინების და მათი აღმოფხვრის მიზნით.

ექიმები


თეა ვაწაძე

ექიმი ჰემატოლოგი


გაიანე სიმონია

სამეცნიერო დირექტორი