მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიორიტმის შეფასება

პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტში შესაძლებელია ორგანიზმის ბიორიტმის შეფასება და მკურნალობის ჩატარება როგორც დარღვეული ბიორიტმის კორექციის სახით (დესინქრონოზის მკურნალობა) ასევე პაციენტების მკურნალობა ქრონოთერაპიული პრინციპებით რაც თანამედროვე თერაპიული მედიცინის უახლესი და უზუსტესი ხედვაა. მაგალითად : ქრონოთერაპიის რეალიზაციის ერთ-ერთი მეთოდი არის ის , რომ წამალი უნდა დაინიშნოს იმ დროს, როცა მოცემული წამლის ტოქსიკური მოქმედება ორგანიზმზე ყველაზე ნაკლებადაა გამოხატული. მაგალითად უმარტივესი ანტისიმსივნური პრეპარატი ციკლოფოსფანის  ერთი და იგივე დოზა სახვადასხვა დროს შეყვანილი ორგანიზმში იძლევა სხვადასხვა ეფექტს.

ქრონობილოგიურტი პრინციპების დაცვით ჩვენ ვღებულობთ და მივიღებთ მაქსიმალურად კარგ სამკურნალო შედეგს და მინიმალურ გვერდით მოვლენებს არა მარტო ონკოლოგიაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა შევისწავლოთ ბიორიტმების მარეგულირებელი გენები : PER, TIME, CLOCK, ასევე მელატონინის ბიოსინთეზის და სეკრეციის თავისებურებანი ორგანიზმში, მისი პრეკურსორების , დავეხმაროთ ნევროლოგიურ და ფსიქიატრიული პროფილის პაციენტებს.