მიმდინარეობს საიტის განახლება

სიახლეები

უკან სიაში
კიბოს პრევენციის თანამედროვე მიდგომები

კიბოს პრევენციის თანამედროვე მიდგომები

09, თებ 2017

კონსორციუმი დაფუძნდა 2015 წლის ოქტომბერში, როცა NCI-მ გრანტები მიანიჭა შვიდ, მრავალი დისციპლინისგან შემდგარ კვლევით გუნდს და ცენტრს, რომელიც კოორდინაციას გაუწევდა კონსორციუმის მცდელობებს. კვლევითი გუნდები ფოკუსირებული იქნება კიბოს შემდეგ ტიპებზე: ფილტვის, ძუძუს, პროსტატის, კოლორექტალური, კანის, სათესლე ჯირკვლების, კუჭის და პანკრეასის.

დღეს მოწინავე ტექნოლოგიები და ინსტრუმენტები, როგორიცაა ძლიერი ვიზუალიზაციის სისტემები, ერთეული უჯრედის ანალიზი ან ახალი თაობის კიბოს საშუალებები - არის სიმსივნის კვლევის გადამწყვეტი ნაწილი, რომელსაც კონსორციუმის წევრები შეასრულებენ. კონსორციუმის მონაწილე თითოეული კვლევითი ჯგუფის შემადგენლობაში იქნება მრავალი დისციპლინისგან შემდგარი გუნდი საექსპერტო ცოდნით პათოლოგიაში, პაციენტზე ზრუნვაში,  მოლეკულურ ბიოლოგიასა და გენომიკაში.

თითოეული გუნდი წარმართავს მის საკუთარ კვლევით პროექტებს, მაგრამ გუნდები გააზიარებენ მონაცემებს და საექსპერტო შესაძლებლობებს და შექმნიან კვლევითი თანამშრომლობის პროექტებს.

 ეს ახლებური ძალისხმევა NCI-ის მცდელობებთან ერთად განაპირობებს კიბოს მკურნალობისა და კონტროლის მეტ სიზუსტეს. ყოველი პაციენტის კიბოს აქვს მისი საკუთარი, უნიკალური მოლეკულური შემადგენლობა და კლინიკური გამოვლინება.

ჩვენი მიზანია - გამოვიყენოთ პრემალიგნანტურობის (ავთვისებიანობამდე პერიოდის) სამედიცინო გენეტიკის და მოლეკულური ბიოლოგიის ახალი ტექნოლოგიების გაუმჯობესებული კვლევითი რესურსები, რათა არა მხოლოდ შევამციროთ კიბოს რისკი, არამედ უზრუნველვყოთ მკურნალობის ჩატარება მხოლოდ მაშინ, როცა საჭიროა და ყველაზე დიდ სარგებელს მოუტანს პაციენტს.