ექიმი ონკოლოგი და გენეტიკოსი.
დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. შემდგომ სწავლა გააგრძელა ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტში (საფრანგეთი, სტრასბურგი) კლინიკური ონკოლოგიისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებით (გაიარა რეზიდენტურა/დოქტორანტურის სრული კურსი), რის შემდეგაც მიენიჭა კლინიკური ონკოლოგის დიპლომი ლუი პასტერის უნივერსიტეტის მიერ და ევროკავშირის სამედიცინო განათლების და საფრანგეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ ლიცენზია სპეციალობით კლინიკური ონკოლოგია და ონკოჰემატოლოგია. გავლილი აქვს სპეციალური გადამზადების კურსები: ჟენევის უნივერსიტეტის ჰოსპიტალის მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური ონკოლოგიის და კლინიკური ქიმიოთერაპიის მიმართულება ); შვეიცარია. ჟენევა, ჩიბას სახელწიფო უნივერსტიტის ქიმიოთერაპიის და ონკოდიაგნოსტიკის მიმართულებით (Division of chemo Chemotherapy and Cancer Diagnosis) (ქიმიოთერაპია ღეროვან უჯრედებთან კომბინაციაში) იაპონია. ჩიბა. პიერ და მარია კიურების სახელობის უნივერსიტეტის ონკოლოგიის დეპარტამენტი -ზოგადი ქიმიოთერაპიის მიმართულება. საფრანგეთი, პარიზი. ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტი (მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის ტანსპლანტაცია) ლონდონი, დიდი ბრიტანეთი., მეიოს კლინიკა (პერსონალიზებული მედიცინა ონკოლოგიაში - საწავლო კურსი), როჩესტერი, აშშ., კიოტოს საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი (ღვიძლის პირველადი სიმსივნეების თარგეთული, იმუნო -. და გენური თერაპია) იაპონია, კიოტო., ულუდაგის უნივერსიტეტის კლინიკური ბიოქიმიისა და მოლეკულური მედიცინის დეპარტამენტი (მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის მიმართულება ); თურქეთი; ბურსა., საბერძნეთის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ეროვნული ინსტიტუტი (მოლეკულური და კლინიკური ონკოლოგიის მიმართულება). საბერძნეთი. ფლორინო. ნაიმეიხენის უნივერსიტეტის ონკოლოგიის და ჰემატოლოგიის დეპარტამენტი ტრეინინგი ზოგადი ქიმიოთერაპიისა და იმუნოთერაპიაში. ჰოლანდია, ნაიმეიხენი., კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო (IARC). ტრეინინგი: “ონკოლოგიურ პაციენტთა მედიკამენტური თერაპიის სრულყოფილების და ადექვატურობის შეფასების ექსპერტიზა” ,საფრანგეთი, ლიონი., 2008 წელს მიიღო დოქტორის აკადემიური ხარისხი მედიცინაში, ამავე წლიდან არჩეულია პროფესორად, 2012 წელს საფრანგეთის Paris Sud -ის უნივერსიტეტის მიერ მინიჭებული აქვს პროფესორის Honoris Causa სერტიფიკატი, ხოლო 2014 წელს სიმსივნის ქრონობიოლოგიური და ქრონოფარმაკოლოგიური კვლევების პრეზენტაციის და შემდგომი ექსპერტიზის საფუძველზე იაპონიის ოსაკას უნივერსიტეტის მიერ მიენიჭა პროფესორის სახელმწიფო (საერთაშორისო სერთიფიკატი Tokyo/New York,/Paris/Berlin/London/Toronto/Sydney) სერთიფიკატი. არის კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტი მოლეკულურ მედიცინასა და კლინიკურ ონკოლოგიაში 2009 წლიდან, გარემოს დაცვის საერთაშორისო ექსპერტთა კომისიის საქართველოს წარმომადგენელი 2011 წლიდან, ლუი პასტერის სახელობის უნივერსიტეტის Civil-ის ჰოსპიტალის ჰემატოლოგიისა და ონკოლოგიის დეპარტამენტის კლინიკური და სამეცნიერო კვლევების კოორდინატორი 2008 წლიდან დღემდე; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი; 88 სამეცნიერო შრომის (მათგან 25 რეფერატული), 4 მონოგრაფიის, 1 სახელმძღვანელოს და 2 კლინიკური რეკომენდაციის ავტორი.