Partners
Back to listმედისონ ჰოლდინგი
07, Feb 2017სამედიცინო სფეროში მაღალი დონის მომსახურების დანერგვის სურვილი და რეალური შესაძლებლობა გახდა მიზეზი, რის გამოც მომავალმა პარტნიორებმა საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია განახორციელეს და 20 წლიანი სამედიცინო მომსახურების სტაჟის მქონე პროფილაქტიკური ცენტრები შეიძინეს.
რამდენიმე ათეულ ათას კვადრატულ მეტრზე გადაჭიმული შენობები თითქმის ამორტიზებული, თანამედროვე სტანდარტებისგან შორს მყოფი სამედიცინო ინვენტარით იყო აღჭურვილი.
დღეისათვის კომპანია “მედისონ ჰოლდინგი” სამი ფილიალისგან შედგება: ვაჟა ფშაველას 83/11, გობრონიძის ქ. 27 და კალოუბნის ქ 12 მდებარე სამედიცინო ცენტრები მომხმარებლებს მაღალტექნოლოგიურ ამბულატორიულ, ლაბორატორიულ და სტაციონარულ მომსახურებებებს სთავაზობს. ჰოლდინგის მფლობელობაშია ასავე სტომატოლოგიური კლინიკა “მედისონ დენტი” და რამდენიმე შვილობილი კომპანია, მათ შორის, ,,პერსონალიზებული მედიცინის ინსტიტუტი”, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ მთელი რეგიონის მასშტაბით ერთადერთია, სადაც უნიკალური DNM სკანერის საშუალებით შესაძლებელია მოსალოდნელი დაავადებების პროგნოზირება და პრევენცია.
საქმიანობის დაწყებიდან 3 წლის შემდეგ მედისონ ჰოლდინგი 150 000-მდე ბენეფიციარს ითვლის, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 500 თანამშრომელს აჭარბებს.
Go to site